„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრმა ქვეყნის წამყვან კლინიკებში ათეულობით ტრენინგი გამართა
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასაწავლო ცენტრის მიერ 2021 წლის განმავლობაში ათეულობით წამყვან კლინიკაში წარმატებული ტრენინგი ჩატარდა სხვადასხვა მიმართულებით. სასწავლო კურსის შედეგად მათში მონაწილე სამედიცინო პერსონალს მიენიჭათ პროგრამის შესაბამისი უპგ ქულა. კოლეგებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დარგის სიახლეები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ წამყვანმა სპეციალისტებმა და კომპანიის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა:
კახა გზობავა – ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი
ხათუნა ბარბაქაძე – კარდიოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური სამსახურის მენეჯერი
ნონა გოშაძე – BLS ტრენერი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის“ საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი
რუსუდან უშვერიძე – ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი,მარინე ქარუმაშვილი – ახალშობილთა ინტენსიური მოვლის მიმართულების ხელმძღვანელი. მთელი წლის განმავლობაში შესაბამის პროგრამებს ეცნობოდნენ გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები, კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები, კარდიოქირურგები, ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგები,პედიატრები და ბავშვთა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები.
ტრენიგები გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში : კლინიკა ,,ჯერარსი’’, “ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი”, „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი” , „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“, „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა” და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრის მიერ ტრენინგები ჩატარდა შემდეგ პროგრამებში:
„კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა“,
„ჯანმრთელი დროული ახალშობილისა და უხშირესი პათოლოგიების მართვა სამშობიარო სახლში“,
„თანდაყოლილი და პერინატალური ინფექციების მართვა“.
სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS
ეკგ ინტერპრეტაცია
გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS
პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC
რეანიმაციული გუნდი
პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სასწავლო პროგრამების ფარგლებში. ტრენინგები ყოველთვიურად იმართება ასევე მთელი ქსელის მასშტაბით.