„ჯეო ჰოსპიტალს“-ში ექთნებისა და მეან-ექთნების რეგისტრაცია დაიწყო
ახალი რეგულაციების თანახმად, ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რაც მედიცინის დარგის სპეციალისტების ავტორიზაციას ითვალისწინებს. „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდი აქტიურად შეუერთდა რეგისტრაციის პროცესს.
მიმდინარე ცვლილებების ეფექტურად წარმართვის მიზნით, პროცესში აქტიურად არის ჩართული „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს საექთნო მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნონა გოშაძე, რომელიც გუნდის წევრების გარდა, რეგისტრაციის პროცესში საექთნო პროფესიით დაინტერესებულ მომავალ კადრებსაც ეხმარება. მისივე ინიციატივით, რეგისტრაციით დაინტერესებულ სპეციალისტებს უფასო კონსულტაციები გაეწევათ
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება “ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდა.
ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ მონაცემთა ერთიანი, სრული ბაზის შექმნის საფუძველია.
პროფესიონალი მედიკოსების რეესტრის წარმოება საერთაშორისო პრაქტიკაა და ამის საუკეთესო მაგალითები გვაქვს გაერთიანებული სამეფოში (UK) – Nursing and Midwifery Council (NMC); ავსტრიის რესპუბლიკაში – Gesundheitsberuferegister (GBR); გერმანიაში – ფედერალურ დონეზე მოქმედი ინსტიტუციური რეესტრები; საფრანგეთში – Ordre National des Infirmiers; ესტონეთში – ელექტრონული ჯანდაცვის პროფესიონალთა რეესტრი; კანადაში – Canadian Nurses Association / Provincial Regulatory Bodies: იაპონიაში- Japanese Nursing Association / Ministry of Health, Labour and Welfare და მრავალი სხვა.
ამ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ექთნებისა და მეან-ექთნების სავალდებულო რეგისტრაცია ან მატორიზებული რეესტრი მოქმედებს, მკაფიოდ იკვეთება, რომ რეგისტრირებული პროფესიონალური რეესტრი სტანდარტული მართვის ნაწილს წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემაში.
რეესტრში ავტორიზაცია, როგორც სავალდებულო ეტაპი, მომავალში განაპირობებს ექთნების და მეან-ექთნების საქმიანობის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ მათთვის საქმიანობის გაგრძელება ან დაწყება შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელი იქნება.