,,ჯეო ჰოსპიტალსი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მორიგ პროექტში ჩაერთო

24 სექ, 2021

,,ჯეო ჰოსპიტალსი“  კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში  დაგეგმილ მორიგ საინფორმაციო   კამპანიაში ჩაერთო , რომელიც  მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტი ექთნისთვის  საინფორმაციო სესიების და ტრენინგების  ჩატარებას. კამპანია   გაეროს ბავშვთა ფონდის და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“  ორგანიზებით დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრები და ვაქცინაცია ექთნებისათვის საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები   ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით   მოახდენენ. ,, ვაქცინაციის დადებით მხარეებზე ცნობიერების ამაღლების გზით შევძლებთ უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას, დაცულობას და ხელს შეუწყობთ პანდემიის დასრულებას , მსგავსი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული და ახლაც უერთდება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივას . ჩვენი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში აცრებს, გადამზადებული საექთნო ბრიგადები სხვადასხვა რეგიონებში დღეში ასობით ადამიანს ემსახურება, გაეროს პროექტის ფარგლებში გამართული მსგავსი საინფორმაციო კამპანიის შედეგად,  ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მარნეულის სამედიცინო ცენტრში  მოხდა ადგილობრივი პედაგოგების , მუსლიმი სასულიერო პირებისა და  მთავარი  ინიციატორის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის საქართველოში- ღასანა ხალილის აცრაც“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა გოშაძემ .

“მასწავლებლებისთვის ჩატარებული ვაქცინაციის კამპანიის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდი ახლა იწყებს მსგავს ინიციატივას სამედიცინო პერსონალისთვისაც, რათა მათ შეძლონ ვაქცინებისგან, მსოფლიოს ჯანდაცვისა და განვითარების ამ უდიდესი მიღწევისგან, მაქსიმალური სარგებლის მიღება.” – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  საქართველოში , რომელმაც ექსპერტებსა და ჩართულ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილეობისთვის  და მხარდაჭერისთვის.

კამპანიის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში შერჩეულ მასტერ-ტრენერ ექთანს  ტრენინგი ჩაუტარეს წამყვანმა სამედიცინო ექსპერტებმა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე; ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.

ტრენინგის საკითხები შეეხო   ვაქცინაციის ისტორიას, მისი შემუშავების, წარმოებისა და ავტორიზაციის პროცესებს; ვაქცინაციის, მათ შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, ძირითად უკუჩვენებებს; სტატისტიკურ ინფორმაციას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის, მსოფლიოსა და საქართველოში ინფიცირების შემთხვევებისა და მისი გავრცელების შესახებ. სესიები აგრეთვე ფარავენ ეროვნულ პროტოკოლებს როგორც ბავშვებში კოვიდ 19-ის შემთხვევების და ბავშვთა ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფების შესახებ, ისე სასუნთქი სისტემის დაავადებების, ალერგიული დაავადებების, ონკოლოგიური და ავტოიმუნური პათოლოგიების და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ.მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მასტერ-ტრენერები ჩაატარებენ ტრენინგ სესიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე  კი უზრუნველყოფენ შეხვედრის მონაწილეების ჯგუფურ ვაქცინაციას, სამედიცინო ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ.