“ჯეო ჰოსპიტალსი” ინფიცირებული პაციენტების მიღებას უახლოეს დღეებში დაიწყებს
“ჯეო ჰოსპიტალსის” მენეჯმენტის წარმომადგენლებმა, პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე, კომპანიის მხრიდან საკუთარი რესურსების მობილიზების თაობაზე და სახელმწიფოსთვის მაქსიმალური დახმარების შესაძლებლობები განიხილეს. ,,ჯეო ჰოსპიტალსი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, რეგიონის მასშტაბით ახორციელებს დამატებით საწოლფონდის მობილიზებას რაც , ხელს შეუწყობს კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ,საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის პროცესში კერძო კლინიკების აქტიურად ჩართულობა და დამატებითი რესურსების მობილიზება,
მათ შორის როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით, უფრო ეფექტურს გახდის პროცესს.
“მზად ვართ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ მოსახლეობას და სახელმწიფოს, დავხვდეთ გამოწვევებს და შევძლოთ კიდევ დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, მნიშვნელოვანია ასევე, მოსახლეობას წვდომა ქონდეს რეგიონში პირველადი ჯანდაცვისა და სხვა საჭირო სამედიცინო სერისებზე“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ზურა ქიტოშვილმა, მისივე თქმით კომპანია ასევე უზრუნველყოფს არსებული საბაზისო სერვისების შენარჩუნებას და უსაფრთხო გარემოში ბენეფიციარების მომსახურებას.
,,ჯეო ჰოსპიტალსი“ რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა ერთ-ერთი დიდი რეგიონული ქსელია საქართველოში, COVID–19-ის მართვის პროცესში , პირველ ეტაპზე სამტრედიის და საგარეჯოს მრავალპროფილურ ცენტრებს ჩართავს, რომლებიც აღჭურვილი იქნება კრიტიკული/რეანიმაციული საწოლებით და უზრუნველყოფილი ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნებით.