,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია დაბა ჟინვალში

27 მაი, 2019

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს.

16 მაისს დუშეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია დაბა ჟინვალში ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ქირურგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტის და ლაბორანტის შემადგენლობით. მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ, რომ დუშეთის სამედიცინო ცენტრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს.
აქციის შედეგად დაბა ჟინვალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 43 ადამიანის გასინჯვა. პაციენტთა უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან, გამოვლინდა 2 პაციენტი, რომელთაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებათ. ასევე გამოიკვეთა პაციენტები, რომელთაც დამატებითი კვლევების ჩატარება ესაჭიროებათ, 18პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში. ექოსკოპიურად გამოვლინდა 3 შემთხვევა, სადაც დაიგეგმა გაღრმავებული კვლევები.
დაბა ჟინვალის მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.