,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ ძალისში
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ექიმები კვლავ მოსახლების სამსახურში არიან! პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 20 ნოემბერს მცხეთის კლინიკის ექიმებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს სოფელ ძალისში.
აქციაზე გამოცხადდა 67 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი.
ექიმებმა, არსებული რესურსებით ჩაატარეს მოსახლეობის სკრინინგი და გამოავლინეს რამდენიმე დროულად ჩასარევი სამედიცინო პრობლემა. გაიცა 7 ფორმა #100 სასწრაფო დაყოვნებული წესით ქირურგიული და ინტერვენციული ჩარევების გასახორციელებლად.
მოსახლეობამ გამოხატა კმაყოფილება ჩატარებული აქციის მიმართ.
მადლობა ექიმებს შრომისთვის და პაციენტების თანადგომისთვის.