,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ ჯანდარაში

12 ივნ, 2019

მიმდინარე წლის 5 ივნისს ,,ჯეო -ჰოსპიტალს”-ის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ ჯანდარაში.

აქციაში მონაწილეობდა: გინეკოლოგი -ეკა გიგანი, ქირურგი – ნაგი ახმედოვი, ოტორინოლარინგოლოგი – რამიზ მახმუდოვი, ნევროლოგი – გუსეინ ისმაილოვი, ოფთალმოლოგი – გიორგი ჩიკვაიძე, კარდიოლოგი -მალიკ მუსტაფაევი, ექიმის სპეციალისტების გარდა, აქციაში ჩართული იყო ულტრასონოგრაფიის კაბინეტიც, ექოსკოპისტი – ირინა მოდებაძე, სერვის მენეჯერი ირმა ჩუმაშვილი.

აქციაზე მოსული პაციენტიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტებისგან.

სულ -38კონსულტაცია: გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია -3 პაციენტი, ყველა მათგანი დაბარებულია კლინიკაში გამოსაკვლევად. ქირურგის მიერ – 4 პაციენტი, 1 დაბარებულია კლინიკაში, ოტორინოლარინგოლოგის მიერ -2 პაციენტი, მათგან – 1 დაბარებულია კლინიკაში. ნევროლოგის მიერ -8 პაციენტი, მათგან 6 დაბარებულია კლინიკაში. ოფთალმოლოგის მიერ – 4 პაციენტი, მათგან – 1 დაბარებულია კლინიკაში. კარდიოლოგის მიერ – 7 პაციენტი, მათგან -5 დაბარებულია კლინიკაში. ექოსკოპია ჩაუტარდა -13 პაციენტს, მათგან -9 დაბარებულია კლინიკაში.