,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში

08 აგვ, 2019

მიმდინარე წლის 20 ივლისს შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ხონის აამბულატორიული ცენტრის ექიმთა ჯგუფმა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში.
აქციაში მონაწილეობდნენ კარდიოლოგი-ნანა ცირეკიძე.გინეკოლოგი-ციური ჯურხაძე. ქირურგი-ნაზიბროლა გეგია, ოტორინოლარინგოლოგი-თეიმურაზ-ბახტაძე. თერაპევტი-შორენა ანდრიაძე, ოფთალმოლოგი-ნუნუ გოგიშვილი.ექიმ-სპეციალისტების გარდა აქციაში ჩართული იყო ეკგ და ლაბორატორიული კვლევა,რამაც ხელი შეუწყო ადგილზე ზუსტ დიაგნოსტიკას.

აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.

მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურეობის და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომისათვის.

აქციები მიიღებს პერმანენტურ ხასიათს. მომდევნო აქციების ჩატარების დრო დაიგეგმება ადგილობრივ თვითმართველობასთან შეთანხმებით.