,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ ყიზილაჯლოში

21 ნოე, 2018

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, 1 ნოემბერს ჩაატარა გასვლითი აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ამბულატორიაში. ამ სოფლის მაცხოვრებლებს გაეწიათ შემდეგი სამედიცინო მომსახურება:

  • კარდიოლოგის კონსულტაცია – 3 პაცინტს;
  • ნევროლოგის კონსულტაცია – 7 პაციენტს;
  • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია – 5 პაციენტს;
  • გინეკოლოგის კონსულტაცია – 6 პაციენტს;
  • ექოსკოპიური კვლევა – 20 პაციენტს;
  • ლაბორატორიული კვლევა – 4 პაციენტს.


სულ აქციაში მონაწილეობა მიიღო 22 პაციენტმა, 10 მათგანს გაეწია რეკომენდაცია დამატებითი კვლევებისა და კონსულტაციების ჩატარებაზე, 2 პაციენტს მიეცა ოპერაციული მკურნალობის რეკონენდაცია;

მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.