,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია ზესტაფონის სოფელ როდინოულში
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს.
13 ივლისს ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, ზესტაფონის სოფელ როდინოულში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კარდიოლოგის, ქირურგის, , უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგიისა და ექოსკოპისტის შემადგენლობით.
სპეციალისტების მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ, რომ ზესტაფონის სამედიცინო ცენრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ კვლევებს.
აქციის შედეგად ზესტაფონის სოფელ როდინოულის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 60ადამიანის გასინჯვა. ჩატარდა 53 კვლევა და 99 კონსულტაცია. 55 პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში. ზოგადი ქირურგის, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის მიერ გამოვლენილი იქნა 5 პაციენტი, რომელთაც დაენიშნათ ოპერაციული მკურნალობა.
ზესტაფონის სოფელ როდინოულის მოსახლეობამ გამოიხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.