,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმების სოფელ დვირში

28 მარ, 2019

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კარდიოლოგის, ქირურგის, ნევროლოგის და რადიოლოგის შემადგენლობით.

ერთდღიანი აქციის ფარგლებში, მოსახლეობის ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება.შესაძლებელი გახდა 70-მდე პაციენტის მიღება, გამოვლინდა 40 პაციენტი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პათოლოგიებით. დაიგეგმა დამატებითი კვლევები და კონსულტაციები და განისაზღვრა შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. 4 პაციენტთან გამოიკვეთა ქირურგიული პათოლოგია. პირველადი ჯანდაცვის დონეზე დაიგეგმა ღონისძიებები. მოსახლეობამ გამოთქვა კმაყოფილება სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.