,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს დუშეთის სამედიცინო ცენტრში ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის უფასო სკრინინგი განხორციელდა
,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის და ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის მაღალკვალიფიციურმა მედიკოსებმა დუშეთში ერთობლივი უფასო აქცია ჩაატარეს.
,,ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის” კომპონენტის ფარგლებში, 2020 წლის 1 სექტემბერს, დუშეთში, ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ბაზაზე მსურველებისთვის და ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები, რომელიც აღნიშნული აქციის ფარგლებში მოსახლეობამ უფასოდ მიიღო.
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მულტიდისციპლინური ჯგუფისა და ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით მსურველებისთვის განხორციელდა სხვადასხვა ტიპის მომსახურება:
ეპილეფტოლოგიური, ნევროლოგის კონსულტაცია, ნეიროფსიქოლოგიური სკრინინგ-ტესტირება, სტანდარტული ეეგ-კვლევა, და ეპილეფსიის დასკვნითი დიაგნოსტიკა . ასევე შესაძლებელი გახდა ანტიეპილეფსიური მკურნალობის დანიშნულების მიღება, კორექცია,რეკომენდაციების მომზადება-მიწოდება ადგილობრივი სპეციალისტებისთვის. ყველა ეს სამედიცინო მომსახურება დუშეთის მოსახლეობამ ადგილზე მაღალკვალიფიციური ექიმების მეშვეობით მიიღო.
მსგავსი აქტივობების მიზანი ”დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის”სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. დუშეთის მოსახლეობას ასევე შესაძლებლობა მიეცა „1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციის“ კომპონენტის ფარგლებშიც მიეღოთ მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევები.