,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გასვლითი აქცია სოფელ ყულარში

09 ივლ, 2020

პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, დროებით შეჩერებული საქველმოქმედო აქციები აღდგა და ახალი რეგულაციების პირობებში 8 ივლისს შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის ამბულატორიული და გარდაბნის სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა გასვლითი აქცია სოფელ ყულარში მოაწყო. ამ ფორმით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიიღონ სხვადახვა სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ისეთ სერვისებზე, რომელიც ადგილზე არ არის ხელმისაწვდომი. აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: კარდიოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, პედიატრი. ასევე მოსახლეობას ადგილზე ულტრასონოგრაფიული კვლევებიც ჩაუტარდა.

შეგახსენებთ , რომ ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს რეგიონული კლინიკები მთელი საქართველოს მასშტაბით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მუშაობს.

,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით კლინიკებში შექმნილია ინფექციის კონტროლის კომიტეტები, მათვის ინფორმაციის განახლების მიზნით ტარდება ვიდეო კონფერენციები ინფექციის კონტროლის კუთხით არსებული პრიორიტეტების, ქსელის სამედიცინო ცენტრებში განახლებული სტანდარტების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით.

აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.