,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდმა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდი კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში დასაქმებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას სთავაზობს. ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდი, როგორც სანდო პარტნიორი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმის“ ფარგლებში გააცნეს.
,,ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ხელს ვუწყობთ პროფესიული კუთხით სტუდენტების განვითარებას. ამის შესაძლებლობას მათ საქართველოს მასშტაბით მოქმედ ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კლინიკების ბაზაზე ვაძლევთ. სტუდენტებს საშუალება აქვთ სამედიცინო ცენტრებში დიპლომამდე განათლება მიიღონ, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკის კომპონენტიც, რომ მათ გაიუმჯობესონ და შეივსონ ის თეორიული ცოდნა, რომელიც პროფესიული განათლების ფარგლებში მიიღეს“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ნათია ნოღაიდელმა. მისი თქმით , ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, კარგად ათვიცნობიერებს შრომის ბაზარზე ინტეგრირების პროცესის მნიშვნელობას და აქტიურად უწყობს ხელს, კერძო ბიზნესის ჩართულობით მოხდეს პროფესიული განათლების მქონე კადრების ღირსეული დასაქმება.
პროფესიული განათლების მქონე სამუშაოს მაძიებლებს დღეს ფორუმზე შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს.
ღონისძიებაში 80-ზე მეტი კერძო კომპანიის, ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
წყარო:
https://fortuna.ge/fortuna/post/profesiuli-ganatleba-es-aris-yvelaze-mokle-gza-dasaqmebisken-profesiuli-ganatlebit-dasaqmebis-forumze-85-kompania-1000-adamians-stavazobs-samsakhurs?fbclid=IwAR0liv8mUZmE5b3wPQc1Zw03WgWiY-Yc-AedPHrgNfvmos3cWfqDuiJySEU