,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს კლინიკების ქსელი დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
,,ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ,,დიაბეტის მართვა“ ჩაერთო.
პროგრამის მიზანია, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება და შესაძლო გართულებების პრევენცია. შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებისათვის შესაბამისი სერვისები უკვე სხვადასხვა რეგიონშია ხელმისაწვდომი.
,,დიაბეტის მართვის“ კომპონენტში ჩართულია მარნეულის ამბულატორიული და სამშობიარო ცენტრი, სამტრედიის, ზესტაფონის ამბულატორიული და გურჯაანისა და ვანის სამედიცინო ცენტრები.
პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ინსულინს, იმყოფებიან ტაბლეტო-თერაპიის რეჟიმზე და ასევ უშაქრო დიაბეტით არიან დაავადებულნი.
პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ფარგლებში დიაბეტის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება: ენდოკრინოლოგის სამჯერადი კონსულტაცია, ასევე, მისი დანიშნულების საფუძველზე, სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებია მიიღოთ შემდეგი სპეციალისტების კონსულტაციები: ნევროპათოლოგი , კარდიოლოგის ოფთალმოლოგი , ანგიოლოგი, ენდოკრინოლოგი.
ასევე, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები გლუკოზის განსაზღვრა სისხლში , გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში , მიკროალბუმინურიის კვლევა , სისხლის საერთო ანალიზი , შარდის საერთო ანალიზი , C-პეპტიდი , ჰომა – 2-ის ინდექსი ე.კ.გ.