“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს კლინიკებში მობილიზებული დამატებითი საწოლფონდის რესურსი შეივსო
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული სამედიცინო ცენტრები, სადაც კოვიდ ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის მართვის მიზნით დამატებითი საწოლფონდი გამოიყო, სრული დატვირთვით მუშაობს.
სამტრედიისა და საგარეჯოს მრავალპროფილურ ცენტრებში ინფიცირებული პაციენტების მიღება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.
სამედიცინო ცენტრებში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს , თანმხლები დაავადებების შემთხვევაში პარალელურ რეჟიმში უტარდებათ ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი მკურნალობა.
ადგილობრივი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით , ბენეფიციართა ახლობლებს კოვიდინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაში , ასისტანსის სამსახური დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომის მიზნით , ასისტანსის ცხელ ხაზზე 0322 505222 დაკავშირება 14.00 -20 .00 სათის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ამავდროულად , ინფორმაციის მიმღებმა პირმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები ,პაციენტის უფლების შესახებ . ასისტანსის სამსახურის წარმომადგენელი პაციენტის პირადი ინფორმაციის გაცემისას კანონის სრული დაცვით იმოქმედებს , რომლის ფარგლებშიც ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას:
„პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის თამახმად, „ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. გადაწყვეტილება და პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში“.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი:
1. საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, პაციენტის მოთხოვნით, გააცნოს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგები, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული მონაცემები, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ჩატარებული კონსულტაციის ამსახველი ჩანაწერები.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მხოლოდ პაციენტის თანხმობით აქვს უფლება, გააცნოს ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია“.
შეგახსენებთ ,რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებისა და არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, COVID–19-ის მართვის პროცესში სამტრედიისა და საგარეჯოს მრავალპროფილურ ცენტრებში დამატებით 125 საწოლის მობილიზება მოხდა.სამტრედიისა და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები აღჭურვილია COVID–19-ით დაავადებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით (მ.შ., კომპიუტერული ტომოგრაფია, მრავალპროფილური ლაბორატორია).
ასევე, უზრუნველყოფილია ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნებით.ცენტრებში პაციენტთა მართვაში ჩართულია 300-მდე მომზადებული ექიმი და ექთანი.