,,ჯეო ჰოსპიტალსი“- ს მარნეულის ექიმებმა სოფელ შულავერის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გამართეს

08 აპრ, 2022

სოფელ შულავერში , 8 აპრილს   ,,ჯეოჰოსპიტალსი“-მარნეულისმრავალპროფილური  და სამშობიაროდაამბულატორიულისამედიცინოცენტრების   ექიმებისჯგუფმა, მორიგი გასვლითი აქცია ჩაატარა. ,,უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში  მოსახლეობას საშუალება აქვთ ადგილზე მიიღონ როგორც მაღალ ტექნოლოგიური კვლევები ისე  ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო სერვისები, ადგილზე მობილიზებული იყვნენ ჩვენი გუნდის წამყვანი სპეციალისტები „ განაცხადა ,   ,,ჯეოჰოსპიტალსიმარნეულის სამშობიაროდაამბულატორიულისამედიცინოცენტრის დირექტორმა თორნიკე მირცხულავამ.ერთდღიანი აქციის ფარგლებში 100 ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს გაეწია სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება. სოფელ შულავერში გამართული უფასო აქცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით გაიმართა .

 ,, მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით , რაიონის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში ჩვენი მობილური ჯგუფები პერმანენტულად გადის, რაც მნიშვნელოვნად უადვილებს ამ ადამიანებს  აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღებას . გასვლითი აქციები , უკვე ტრადიციად იქცა და გამოცდილება გვიჩვენებს რომ ჩართულობაც უფრო მატულობს“-აღნიშნა ,,ჯეოჰოსპიტალსი“-მარნეულისმრავალპროფილური  სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო კობერიძემ.

სოფელ შულავერში გამართული უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში მოსახლებას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღოთ  ნევროლოგის, პედიატრის,ქირურგის, კარდიოლოგის და გინეკოლოგის მომსახურება. ადგილზე საგანგებოდ მოეწყო სპეციალური კაბინეტები სადაც მაღალ ტექნოლოგიური კვლევებისთვის საჭირო ტექნიკა განთავსდა.