,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მარნეულის პერინატალურმა ცენტრმა წარმატებით გაირა პერინატალური რეგიონალიზაცია
ქვემო ქართლის რეგიონში ერთადერთმა პერინატალური ცენტრმა – მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა ცენტრმა, წარმატებით გაიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეფასება და მას განმეორებით მიენიჭა ნაადრევი მშობიარობებისა (34 კვირამდე) და მაღალი რისკის ახალშობილთა მართვის უფლებამოსილება.
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურების სერვისები :ორსულ ქალთა კონსულტაცია,პერინატალური ცენტრი/სამშობიარო, ახალშობილთა ინტენსიური მოვლა,გინეკოლოგია.
პერინატალური ცენტრი უზრუნველყოფს:მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ დედების სრულყოფილ მართვას, ახალშობილთა კომპლექსურ, მაღალტექნოლოგიურ მოვლას,,უსაფრთხო და კომფორტული გარემოში
ამავდროულად, მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრში მშობიარობა ფინანსურად ხელმისაწვდომია და სრულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
კვალიფიციური ექიმთა გუნდით დაკომპლექტებული ცენტრი გთავაზობთ უსაფრთხო დედობას და ახალშობილებზე ზრუნვას.
ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ერთადერთი ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ერთეული/რეანიმაცია ემსახურება არა მხოლოდ მარნეულის, არამედ რეგიონის მოსახლეობას.