“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ნეიროქირურგიულ მიმართულებას ბუბა შალამბერიძე უხელმძღვანელებს
“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გუნდს ქვეყნის წამყვანი ნეიროქირურგი ბუბა შალამბერიძე შემოუერთდა.
პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა – სწორედ ამ ღირებულებებს აერთიანებს ექიმი ბუბა შალამბერიძე, რომელიც დღეიდან “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელის მასშტაბით ნეიროქირურგიულ მიმართულებას და თბილისის მრავალფროფილურ სამედიცინო ცენტრში ნეიროქირურგიულ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
28-წლიანი წარმატებული კლინიკური საქმიანობა, საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მიღებული გამოცდილება და უწყვეტი პროფესიული განვითარება ევროპის წამყვან ქვეყნებში (დანია, ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია) ქმნის იმ ძლიერ საფუძველს, რომელიც პაციენტებისთვის უმაღლესი სტანდარტის ნეიროქირურგიულ დახმარებას უზრუნველყოფს.