,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ორგანიზებით რეგიონალური კონფერენცია „გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვა – თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა
„ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ღონისძიებებს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე 25 სექტემბერს ,ქუთაისში ,,ჯეო ჰოსპიტალსის,, კლინიკებში დასაქმებული ექიმებისთვის რეგიონული კონფერენცია – „გულსისხლძარღვთა დაავადებების მართვა – თანამედროვე მიდგომები“გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რამოდენიმე ათეული ექიმი გადამზადდა. კონფერენცია აკრედიტებული იყო საქართველოს დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და კონფერენციის თითოეულ მონაწილეს მიენიჭა 6 უსგ კრედიტ-ქულა.
,,მედიცინა პროფესიაა, რომელიც მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, 21-ე საუკუნეში, როცა ბიოსამედიცინო მიმართულებები ყოველდღიურ რეჟიმში ვითარდება, ექიმებისათვის მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის მიცემა, პროფესიონალიზმის, დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების, გამომუშავება „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამიტომ ქსელი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ღონისძიებებს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა კახა ბზობავამ. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა ქუთაისში ჩატარებული რეგიონული კონფერენცია, რომელიც უსაფრთხოებისა და საერთაშორისო რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა.
კოლეგების წინაშე მედიცინის სფეროში თანამედროვე მიდგომებისა და სიახლეების შესახებ მოხსენებებით წარდგნენ: მამუკა ქობალავა – მედიცინის აკადემიური დოქტორი სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომური განათლების ტრანსთორაკალური ექოსკოპიის სამუშაო ჯგუფის; (Eშჩ) ხელმძღვანელი ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების და ევროპის კარდიოვასკულური – გამომსახველობითი საზოგადოების წევრი ისრაელი საქართველოს სამეცნიერო კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თენგიზ წულაძე კლინიკა „ “ კურაციოს კლინიკური დირექტორი ევროპის ნევროლოგთა ფედერაციის წევრი . გიორგი ჩხოლარია კარდიოლოგი არითმოლოგი ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ეკა რუხაძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.