“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მორიგი ტრენინგი გაიმართა

26 თებ, 2021

შპს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 23-26 თებერვალს ქ. ქუთაისში შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის დასავლეთ საქართველოს სტაციონარული დაწესებულებების გადაუდებელი დახმარების ერთეულების პერსონალისათვის ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა –  “კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა”.  პროგრამა ორიენტირებულია გადაუდებელი დახმარების გუნდების მომზადებაზე, რაც ექიმებთან ერთად პროგრამაში ექთნების ჩართულობას უკავშირდება.

პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აემაღლებინათ თეორიული ცოდნა და გაეუმჯობესებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც გადაუდებელი დახმარების სერვისების ეფექტურობის უზრუნველყოფის საწინდარია.

შპს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს, სტრატეგიული განვითარების გეგმის  ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა  სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება , შესაბამისად კომპანია ხელს უწყობს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში პერსონალის ჩართულობას, რაც, ასევე, მოიცავს ქსელის სასწავლო ცენტრის ფარგლებში ტრენინგების ორგანიზებას.

აღნიშნული პროგრამები მომზადებულია მაღალი სანდოობის წყაროების მიხედვით და აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან.