“ჯეო ჰოსპიტალსი“- ს ქსელმა განაახლა COVID-19 თან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები
“ჯეო ჰოსპიტალსი“- ს ქსელის მასშტაბით, COVID-19 თან დაკავშირებული პრევენციული ღონისძებების, მათ შორის ,დასაქმებული პერსონალის ყოველდღიური ჯანმრთელობის მდგომარეობის ტესტირებისთვის ,ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განახლებულ რეკომენდაციებზე, კლინიკის დირექტორების ჩართულობით ონლაინ კონფერენცია ჩატარდა. პარალელურად სამედიცინო ცენტრებში პაციენტთა იზოლაციის, ტრიაჟის ზონის თავისებურებებისა და ნაკადების უსაფრთხო გადაადგილების თემატიკაზე სწავლება ჩატარდა.
“ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქსელი თანმიმდევრულად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, COVID-19 თან დაკავშირებული განახლებული პრევენციული ღონისძებების, ასევე, დასაქმებული პერსონალის ყოველდღიური ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის, თერმოსკრინინგისა და პერიოდული სავალდებულო ტესტირების განხორციელებისა და დოკუმენტირების, პერსონალის უსაფრთხოების შიდა წესები, რომლებიც დაფუძნებულია ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე. სწავლება მიმდინარეობს პაციენტთა იზოლაციის, ტრიაჟის ზონის თავისებურებებისა და ნაკადების უსაფრთხო გადაადგილების თემატიკაზეც.
ქსელის კლინიკებში ასევე ,აქტიურად მიმდინარეობს უწყვეტი ტრენინგი: თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატში.
უწყევტი სწავლების მესამე ეტაპზე ტესტური სწავლება გაიარა 500 მდე ექთანმა. გატარებული ღონისძიებების შედეგად უსაფრთხოების დოკუმენტაცია მთელი ქსელის მასშტაბით განახლდა.