“ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ქრონიკული ვენურ-ლიმფური დაავადებების სკრინინგის მიზნით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
“ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ქრონიკული ვენურ-ლიმფური დაავადებების სკრინინგის მიზნით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა .
2დღის განმავლობაში პაციენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია, ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩაეტარებინათ სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება.
,,ქრონიკული ვენური დაავადება გვხვდება მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტში, სამწუხაროდ ადამიანები დროულად არ აქცევენ ყურადღებას აღნიშნულ დაავადებას, მიუხედავად მისი გამოხატული ნიშნებისა რაც უფრო ამძიმებს საერთო სურათს. ქრონიკული ვენური დაავადება, ის პრობლემაა რომელიც, აუცილებლად იჩენს თავს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. სწორედ მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენი წამყვანი ანგეოლოგების უფასო კონსულტაცია კვლევები “ – განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი-“ს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.
უფასო აქცია ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-სა და “საქართველოს ფლებო-ლიმფოლოგიის განვითარების ფონდის” ორგანიზებით გაიმართა. პაციენტებს უფასო კონსულტაციები, კლინიკის წამყვანმა ანგიოლოგებმა ლაშა გოგონაძემ და კონსტანტინე ხელაძემ გაუწიეს.