“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს რეგიონული სამედიცინო ცენტრები 1 ივნისს პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულ გარემოში შეხვდნენ

01 ივნ, 2020

“ჯეო ჰოსპიტალს”-ის რეგიონული სამედიცინო ცენტრები 1 ივნისს პატარა ბენეფიციარებს განსაკუთრებულ გარემოში შეხვდნენ . COVID 19-თან დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე “ჯეო ჰოსპიტალს”-ის ადმინისტრაციამ ამ ფორმით მათთვის დღესასწაულის გახალისება სცადა. კლინიკაში მისულ პატარებს სპეციალური საბავშვო კუთხე დახვდათ ,რომელიც, ფერადი ფანქრებით, ბუშტებით , მათთვის საყვარელი გმირებით და სხვადასხვა სათამაშო აქსეუარებით გააფორმეს, პატარებს ადგილზე ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
დღესვე მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა. მისივე განცხადებით , “ჯეო ჰოსპიტალს”-ის მარნეულის სამშობიარო სამედიცინო ცენტრს მუშაობა არცერთი დღეა არ შეუჩერებია ჩაკეტილ ქალაქში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალი მომართვიანობა იყო, სამშობიარომ 200 მეტი მშობიარობა მიიღო. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით , 1 ივნისს პატარების საზეიმო განწყობისთვისაც იზრუნეს და მათი კომფორტისთვის ახალი საბვშვო კუთხეც გახსნეს. კლინიკა ახლო მომავალში არაერთ საინტერესო აქციას და სერვისების შეთავაზებას გეგმავს რეგიონის მოსახლეობისთვის.აღსანიშნავია ,რომ ქვემო ქართლის რეგიონში ერთადერთი ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება ,სწორედ “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამშობიაროში ფუნქციონირებს , რომელიც უზრუნველყოფს გართულებული მშობიარობისას ახალშობილთა ადგილზე მკურნალობას და მეთვალყურეობას.
მარნეულის მსგავსად ახალი საბავშვო კუთხე დღეს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშიც გაიხსნა.