“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამედიცინო ცენტრებში “ასტრაზენეკას” ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 17 მარტიდან იწყება
“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს რეგიონალური ჰოსპიტალური ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო . დღეს დილიდან სამედიცინო ცენტრებმა მიზნობრივი ჯგუფების იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინები მიიღეს და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით დაასაწყობეს.
17 მარტიდან “ჯეო ჰოსპიტალს”-ის კლინიკებში ოფიციალურ სარეგისტრაციო ველში დარეგისტრირებული მედპერსონალის საყოველთაო აცრები დაიწყება. “ქსელის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია იმუნიზაციის კაბინეტები, ვაქცინები განთავსებულია მოთხოვნების სრული დაცვით და ოთხშაბათიდან უსაფრთხო და ხარისხიან იმუნიზაციის პროცესს ვიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ,რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია” – განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალს”-ის კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა და აცრის მსურველი სამედიცინო პერსონალის რეგისტრაციის პროცესიც დაიწყო.
“იმ მილიონობით ადამიანთა რიცხვში ვარ ვინც ენდობა ვაქცინას და ვუერთდები იმუნიზაციის პროცეს. ვაქცინა ამცირებს როგორც დაავადების რისკებს ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმუნიზაციის შედეგად დაავადების გართულების რისკები ფაქტიურად ნულდება. “ასტრაზენეკას” ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება იმუნიზაციის პროცესი, მოვუწოდებ ყველას რომ ენდონ პირველწყაროს, გაიარონ შესაბამისი კონსულტაციები ექიმთან და დროულად ჩაებან ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან პროცესში” – განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალს”-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ბაკა თავხელიძემ.
საქართველოს მასშტაბით “ასტრაზენეკას” ვაქცინით პირველადი იმუნიზაციის პროცესში ჩართვა, “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სხვადასხვა სამედიცინო ქსელის მასშტაბით, ნებისმიერი კომპანიის სამედიცინო პერსონალს შეუძლია. აცრები განხორციელდება ბორჯომის, ბაღდათის, ჭიათურის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურჯაანის, საგარეჯოს, გარდაბანის, მარნეულის და დუშეთის კლინიკებში.