“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სასწავლო ცენტრის ტრენინგი მარნეულში
“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სასწავლო ცენტრი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ტრენინგის კურს რეგიონის მასშტაბით. სასწავლო ცენტრის ორგანიზებით მარნეულის სამედიცინო ცენტრების პერსონალისთვის 2021 წლის აპრილში ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა – “კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა”.
ტრენინგის ფარგლებში მომხსენებლებმა კოლეგებს ამ მიმართულებით არსებული მსოფლიო გამოცდილება და სიახლეები გააცნეს. პროგრამის ფარგლებში განიხილეს ისეთი აქტუალური თემები როგორიცაა:
- სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS
- გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ეკგ ინტერპრეტაცია
- გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS/PALS
- პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC
- რეანიმაციული გუნდი
ტრენინგს გადაუდებელი მედიცინის სერვისის ფარგლებში დასაქმებული ექიმები და ექთნები (მ. შ. გადაუდებელი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, შინაგანი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები)დაესწრნენ. მომხსენებლები კი კომპანიის კლინიკური დირექტორი კახა გზობავა, კლინიკური სამსახურის მენეჯერი,კარდიოლოგი ხათუნა ბარბაქაძე და კლინიკური სამსახურის მენეჯერი, BLS ტრენერი, საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი ნონა გოშაძე იყვნენ.
შპს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან.პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.