,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სოფლის ამბულატორიებში დამატებით ახალი სერვისები ამოქმედდა

16 მაი, 2022

ჯანდაცვის სერვისებზე  ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით  სოფლის ამბულატორიებში ახალი სერვისები დაემატა. სიახლე ამ ეტაპზე  სართიჭალის მარტყოფის, იორმუღანლოს , კაჭრეთის და ველიციხის მიმართულებით განხორციელდა.  

პაციენტებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ადგილზე   ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების გარდა , ისეთი ტიპის სამედიცინო სერვისებზე  მიიღონ მომსახურება, რომლისთვისაც მათ რაიონულ ცენტრებში და ქალაქში ჩასვლა უწევდათ.   უახლოეს მომავალში , კომპანია ქსელის მასშტაბით  ბენეფიციარებს  ტელემედიცინის სერვისაც  შესთავაზებს , რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ   კონსულტაციები სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღონ.

სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სერვისები და სიახლეები , რომელიც პაციენტების და მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული მთელი ქსელის მასშტაბით ეტაპობრივად ხორციელდება. პარალელურად, უკვე შესაძლებელი გახდება რეგიონის სხვადასხვა სოფლებში ექიმთა ჯგუფების ჩაყვანა  უფასო აქციების ჩატარების მიზნით.   კომპანია რამდენიმე დღეში ექიმების მობილური ჯგუფების  ჩაყვანას იორმუღანლოში გეგმავს . სპეციალისტთა გუნდი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად    დაკომპლექტდება.