“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს  თბილისის სამედიცინო ცენტრის  ამბულატორიული   სივრცე გაფართოვდა

13 ნოე, 2025

„ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც განვითარებაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული კომპანია, აგრძელებს ჯანდაცვის სფეროში ხარისხის ამაღლებისა და პაციენტზე მორგებული სერვისების განახლებას.

ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების ფარგლებში, კლინიკის ტერიტორიაზე სრულად განახლდა ამბულატორიული სივრცე, რომელიც პაციენტებს უკვე კიდევ უფრო კომფორტულ, თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მასპინძლობს. ამბულატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, მოქნილი ციფრული რიგის სისტემით.  სივრცე დაპროექტდა თანამედროვე ,საერთაშორისო  სტანდარტებისა და პაციენტის საჭიროებების შესაბამისად.

თანამედროვე ინფრაქტრუქტურის მქონე კლინიკაში, მომხმარებლებს შესაძლებელობა აქვთ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება, რაც გულისხმობს ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას.

„ჯეო ჰოსპიტალსი”-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით თოთაძე:„ჯეო ჰოსპიტალსი“ იყო და არის განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენ, პროფესიონალ გუნდის წევრებთან ერთად, ვახერხებთ რომ დანერგილი სტანდარტებით მაღალ დონეზე ვემსახურებოდეთ პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ ხედვით დავგეგმეთ და განვახორციელეთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სრულად განვაახლეთ ამბულატორიული სივრცე. მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე შეგვიძლია ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ უფრო თანამედროვე, კომფორტული და მათ საჭიროებებზე მორგებული გარემო. აქვე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო საკუთარი გუნდისადმი მადლიერება და ავღნიშნო, რომ თითოეული  წევრის  დაუღალავი შრომა და ერთგულებაა  ჩვენი ყოველი  ახალი წარმატების  საფუძველი”.

            აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან ერთად, “ჯეო ჰოსპიტალსი” განაგრძობს ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესებას საერთაშორისო აღიარებული სტანტარტებით. კლინიკამ ცოტა ხნის წინ წარმატებით გაიარა KTQ (Kooperation für Transparenz und Qualität im Gesundheitswesen) აკრედიტაციის პროცესი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტებში. ამასთანავე, კომპანიას მინიჭებული აქვს  ISO 9001:2015 სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ჯეო ჰოსპიტალსი” ქმნის მაღალკვალიფიციურ, სტრუქტურულად გამართულ, უსაფრთხო  და მაქსიმალურად პაციენტზე მორგებულ გარემოს.