,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს უსაფრთხო გარემო

18 ივნ, 2020

,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს რეგიონული კლინიკები მთელი საქართველოს მასშტაბით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მუშაობს.

,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით კლინიკებში შექმნილია ინფექციის კონტროლის კომიტეტები, მათვის ინფორმაციის განახლების მიზნით ტარდება ვიდეო კონფერენციები ინფექციის კონტროლის კუთხით არსებული პრიორიტეტების, ქსელის სამედიცინო ცენტრებში განახლებული სტანდარტების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით.

პაციენტთათვის სამედიცინო სერვისების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიწოდების მიზნით ,,ჯეო-ჰოსპიტალსი“-ს სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლისთვის უწყვეტ რეჟიმში ტარდება ტრენინგები.

სამედიცინო ცენტრებში მოწყობილია ტრიაჟის სივრცე სადაც პაციენტს შესვლამდე უტარდება სკრინინგი, ადგილზე დეტალურად აცნობენ მათ უსაფრთხოების სავალდებულო წესებს რაც პერსონალური დაცვის საშუალებების სავალდებულო მოხმარებას და სოციალური დისტანციის დაცვას გულისხმობს. ყოველი სამუშაო დღის დაწყების წინ სამედიცინო პერსონალი გადის თერმოსკრინინგს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალური კითხვარის თანახმად მოწმდება.

კლინიკის მთელ პერიმეტრზე დაცულია ზედაპირების დამუშავების სიხშირე და წესები. მთელ სივრცეში განთავსებულია ხელის დეზინფიცირებისთვის განკუთვნილი კედლის დისპენსერები .