,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს წამყვანმა და თბილისიდან მოწვეულმა კვალიფიციურმა ექიმებმა წირქვალში უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს

17 ივლ, 2020

16 ივლისს ჭიათურის ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფი, სოფელ წირქვალის საექიმო ამბულატორიას თბილისიდან მოწვეული ექიმების ჯგუფთან ერთად გასვლითი აქციის ფარგლებში ეწვივნენ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევები ჩაატარეს. უფასო აქციაში ჩართვის საშუალება წირქვალის ადმინისტარციული ერთეულისა და მასში შემავალი რამდენიმე სოფლის (მღვიმევი,ხალიფაური,ჭალოვანი,ხვაშითი,კვახაჯელეთი) ბენეფიციარებსაც მიეცათ.

მოსახლეობას კონსულტაციები და სხვადასხვა საჭირო სამედიცინო მომსახურება ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს და ალადაშვილის კლინიკის მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა ჩაუტარეს.
მათ მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება,მათ შორის: ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის, ტრავმატოლოგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის,ანგიოქირურგის კონსულტაციები და კვლევები. ექიმ-სპეციალისტების მომსახურების გარდა, აქციის ფარგლებში გამოვლენილი პათოლოგიების ზუსტი დიაგნოსტიკის მიზნით, პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდათ ელექტრო კარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევებიც.

გასვლით აქციაში მონაწილეობდნენ: რევმატოლოგი-მოწვეული სპეციალისტი(ალადაშვილის კლინიკა) ენდოკრინოლოგი-მოწვეული სპეციალისტი(ალადაშვილის კლინიკა) ანგიოქირურგი–მოწვეული სპეციალისტი , ოფთალმოლოგი – ნანა ხვედელიძე ქირურგი – გიორგი ნოზაძე, ტრავმატოლოგი – ბონდო მოდებაძე,ოტორინოლარინგოლოგი – ივლიანე ეზიაშვილი, გინეკოლოგი -ანდრო ფიფია, ოჯახის ექიმი – ლელა ბუთხუზი, ექოსკოპისტი – მიხეილ ტყემალაძე, ეკგ – ექთანი მანანა აბდუშელიშვილი.