„ჯეო ჰოსპიტალსი“ საწოლფონდის მობილიზებას ბორჯომსა და მარნეულში გეგმავს
არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების მზაობასა და მართვის სტრეტიგიულ გეგმებზე ისაუბრეს კერძო კლინიკის ხელმძღვანელებმა ,პრემიერის ინიციატივით გამართულ მორიგ შეხვედრაზე. თავის მხრივ ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, კომპანიის მხრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც, რეალიზებულ ისე მიმდინარე და უახლოეს მომავალში გასახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა,რაც თერაპიული და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზების მორიგ ეტაპს ითვალისწინებს.
„ჯეოჰოსპიტალსი“ ორ დღეში ბორჯომის და მარნეულის ლოკაციებს დაამატებს. მოხდა ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების კონსოლიდირებული შედეგების ანალიზი, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს სექტორი. თავისმხრივ, კერძო სექტორი აგრძელებს დამატებითი საწოლფონდების მობილიზებას. „ჯეოჰოსპიტალსი“ ორ დღეში , მესამე ეტაპზე ვამატებთ ბორჯომის და მარნეულის ლოკაციებს. აქტიურად ვართ ჩართული ონლაინ-კლინიკებში და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში შევდივართ. მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ, მხოლოდ ერთობლივად“, – განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.მისი თქმით სიტუაციის სტაბილურობის ფაზაში შესვლას, გარკვეულწილად კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთშეთანხმებულმა ქმედებებმა შეუწყო ხელი.
,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული ქსელი ეტაპობრივად ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამედიცინო ცენტრებში დამატებით საწოლფონდის მობილიზებას. ამ ეტაპზე , კივიდინფიცირებული პაციენტებისთვის მობილიზებული დამატებითი საწოლფონდები საგარეჯოს , სამტრედიის, ჭიათურისა და ვანის სამედიცინო ცენტრებშია მობილიზებული. პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.