,, ჯეო ჰოსპიტალსი“ ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ პარტნიორი
,, ჯეო ჰოსპიტალსის „ რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიაში “ვარდისფერი ოქტომბერი”, რომლის ფარგლებშიც ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერთად ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგს ახორციელებს. მთელი კვირის განმავლობაში ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონულ სამედიცინო ცენტრებში ზესტაფონში, დუშეთსა და მარნეულში ასობით ქალბატონმა უფასო აქციის ფარგლებში ძუძუს სკრინინგი და კიბოს სხვა კომპონენტში უფასო კვლევები და სხვა და სხვა სამედიცინო მომსახურება მიიღო.
,, ჯეო ჰოსპიტალსი“ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია , გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად , რეგულაციების სრული დაცვით უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვენელოვან კვლევებს, რომელიც მთელი ქსელის მასშტაბით უფასო აქციის ფარგლებში მიმდინარეობს „- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა.მისივე თქმით კომპანია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის უფასო სამედიცინო მომსახურებას ,რითაც რეგიონში სამედიცინო სევისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკები , ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციურ ექიმთა მობილურ ჯგუფებთან ერთად უკვე 2 თვეა, რაც რეგიონების სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ახორციელებს უფასო სკრინინგის კვლევებს.სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ათასობით ბენეფიციარმა უფასო სკრინინგის პარალელურად ,სხვადასხვა საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო.
“ვარდისფერი ოქტომბერი”-ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ჩვენი მიზანია მივიტანოთ მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობაც რადგან აქტიურად განვახორციელოთ კვლევები და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, პრევენციული სამედიცინო სერვისების გააქტიურებით და მათზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით „-განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ კიღურაძემ. ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება.