“ჯეო ჰოსპიტალსის” ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 98 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
“ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ძალისხმევით, პაციენტი რომელიც ბორჯომის ჰოსპიტალსში COVID -19 ის დიაგნოზით და ფილტვების დაზიანებით მოხვდა, 15 დღიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა.”ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც კოვიდპანდემიის მართვის პროცესშია ჩართული საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოსულ კოვიდინფიცირებულ მოქალაქეებს მკურნალობს. ,,ასაკოვანმა ქალბატონმა წარმატებით დაძლია პანდემია და დღეს გამოჯანმრთელებულმა დატოვა ჩვენი საავადმყოფო, ასეთივე წარმატებით დასრულდა ჩვენი მკურნალობის პროცესი კიდევ ერთ ასაკოვან ქალბატონთან, რომელიც 92 წლის ბრძანდება და უკვე საკუთარ სახლში დაბრუნდა.“-განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ, მისივე თქმით, პროცესის წარმატებისთვის, პანდემიის დამარცხებისთვის და სიკვდილიანობის შესაჩერებლად აუცილებელია ვაქცინაცია.
“ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი კოვიდ პანდემიის მართვის პროცესში აქტიურად არის ჩართული გასული წლის ნოემბრიდან, პარალელურად ჰოსპიტალი ჰიბრუდულ რეჯიმში აგრძელებს მუშაობას, რაც მოსახლეობას სხვა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის საშუალებას აძლევს. სამედიცინო ცენტრში მუშაობს ასევე იმუნიზაციის კაბინეტები, სადაც მოსახლეობის აცრა სხვადასხვა წარმოების ვაქცინით მიმდინარეობს.
24 აგვისტოს მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსისგან ჯამში 7 970 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
https://sknews.ge/ka/news/33508?fbclid=IwAR0nOCOkOSHXUdChnE1LxmKAuLZDyHfD0v4n__ENNTvIBDx3yrz6IDTBU4Q