ჯეო ჰოსპიტალსის ექიმების მორიგი წარმატება და გადარჩენილი სიცოცხლე
მოზარდს რომელსაც იშვიათი პათოლოგია დაუდგინდა და ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გიორგი ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მუცლის მწვავე, ძლიერი ტკივილებით და ღებინებით, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა. ადგილზე, მორიგე ქირურგის, მალხაზ გვასალიას მიერ სწორად და დროულად შეფასდა პაციენტის მდგომარეობა, ჩაუტარდა მაშინვე საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და დაუდგინდა პილორუსის პერფორირებული წყლულის და პერიტონიტის დიაგნოზი, რაც ბავშვთა ასაკში საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა. დიაგნოზიდან გამომდინარე, პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჯეოჰოსპიტალსის თბილისის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიის სამსახურის უფროსის, გოგა ბახტაძის და მორიგე ბავშვთა ქირურგის, მალხაზ გვასალიას მიერ. ოპერაციისას ნანახი იქნა პილორუსის დიდი ზომის პერფორაცია, დანეკროზებულ, ასევე დიდი ზომის წყლულთან ერთად. მოხდა მისი (წყლულის) ამოკვეთა და ჩატარდა პილოროპლასტიკაჰეინეკე–მიკულიჩის მეთოდით, რითაც შენარჩუნებული იქნა პილორუსის სათანადო გამავლობა. ,,ბავშვთა ასაკში საკმაოდ იშვიათად გვხვდება მსგავსი პათოლოგია, ამ შემთხვევაში სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა გადაუდებელი მწვავე პერიტონიტი და პერფორირებული წყლულის დიდი ზომა და რთული მდებარეობა.სწორად და დროულად ჩატარებული კვლევებისა და სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შედეგად პაციენტის სიცოცხლე შევინარჩუნეთ“-განაცხადა ჯეოჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგა ბახტაძემ .მისივე თქმით ოპერაციამ და მის შემდგომმა პერიოდმა ჩაიარა წარმატებით და გადარჩენილი პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში.,,საუკეთესოები ხართ, ურთულესი ოპერაცია ჩავიტარეთ და ყველაფერი კარგად არის თქვენი წყალობით, თქვენი გაბედნიერებული დედა ვარ, არ დავიღლები მადლობით,,-ეს პატარა გიოს დედის სიტყვებია, რომელიც ემოციებს ვერ მალავდა გამომშვიდობებისას. გიორგიმ გამოწერის შემდეგ მორიგი შემოწმებაც წარმატებით გაიარა.