“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს განცხადება
აუნაზღაურებელია ის ტკივილი და დიდი დანაკარგი, რაც ქვეყანამ განიცადა 8 პროფესიონალის, საკუთარ საქმეზე შეყვარებული, პროფესიის ერთგული გმირების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ჯეო ჰოსპიტალსის მთელი გუნდი ქედს იხრის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული კოლეგებისა და მაშველების წინაშე, რომლებიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მორიგ ბრძოლაში, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დავკარგეთ…
29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპა ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.