ჯეო ჰოსპიტალსის გუნდს ელენე ხურციძე შემოუერთდა

30 ოქტ, 2023

ჯეო ჰოსპიტალსის გუნდს ახალი წევრი შემოუერთდა. ელენე ხურციძე თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკური დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციას დაიკავებს. ის ასევე, თავის პროფესიულ საქმიანობას ექიმ-პულმონოლოგის რანგში განახორციელებს და პაციენტებს თბილისის სამედიცინო ცენტრში მიიღებს.

ელენე ხურციძეს საექიმო საქმიანობის 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, კლინიკური პრაქტიკის ასამაღლებლად კი მან გადამზადების კურსი მილანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა.

წლების მანძილზე ის წარმატებით ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას, ქვეყნის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში, სტაციონარებსა და ამბულატორიაში. (მათ შორის მედიქლაბი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი მედიცინის ცენტრი, ჰელსიკორი და ევექსი)

ელენე ხურციძეს საექიმო საქმიანობის პარალელურად მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს. წლების განმავლობაში ის ევექსი კლინიკების ქსელის კლინიკური დირექტორი იყო.

ამაჯამად ელენე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტია და ტრენერი ევროპის რეანიმაციის საბჭოსა და სხვადასხვა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების სასწავლო კურსის მიმართულებით. ის ასევე ევროპის რესპირაციული ასოციაციის, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის და ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის წევრია. ის გახლავთ საქართველოს ჯანსაღი ცხოვრების მედიცინის ასოციაციის თანადამფუძნებელი , აღსანიშნავია რომ ამ მიმართულებით გადამზადების კურსი ჰარვარდის მედიცინის სკოლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე ( კულინარიული ჯანმრთელობის ქოუჩინგის პროგრამა კლინიცისტებისათვის)გაიარა.

ელენე ხურციძე , თავის საქმიანობის პარალელურად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამედიცინო კონფერენციებში. უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგებში კი ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ევროპულ ტრენინგებში.