ჯეო ჰოსპიტალსის გუნდს შემოუერთდა ნეიროქირურგი გიორგი გეგია
ჯეო ჰოსპიტალსი მოხარულია, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდა პროფესიონალი, კომპეტენტური, დიდი გამოცდილების მქონე ნეიროქირურგი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კვალიფიკაცია ჯერ საქართველოს სამედიცინო აკადემიაში აიმაღლა, შემდეგ უკრაინაში, შუპიკის სახელობის პოსტდიპლომური განათლების აკადემიაში, მოგვიანებით, საფრანგეთში, ქალაქ მონტპელიეში, გი დე შოლიაკის კლინიკაში, სადაც ბაზალური სიმსივნეების ნეიროქირურგიაში მიიღო გამოცდილება, ამას მოჰყვა სტაჟირება ნიდერლანდების, ავსტრიის, თურქეთის, გერმანიისა და ბელორუსის წამყვან კლინიკებში.
წარმატებები ჩვენს ახალ გუნდის წევრს!