ჯეო ჰოსპიტალსის მცხეთის მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა რეგულირების სააგენტოს შემოწმება წარმატებით გაიარა
ჯეოჰოსპიტალსის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი პაციენტების მომსახურებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით აგრძელებს. ჯეოჰოსპიტალსის მცხეთის კლინიკამ წარმატებით მოიპოვა საქმიანობის უფლება რეანიმაციასა და ქირურგიაში განახლებული სანებართვო პირობების შესაბამისად.
,,მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისების მიწოდება და ტექნოლოგიური სიახლეები ის პრიორიტეტია, რომლითაც წლებია ჩვენი პაციენტების მაღალ ნდობას ვიმსახურებთ. სამედიცინო სფერო მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ამ ეტაპზე ასეთი გამოწვევა „რეანიმაცია“/„ქირურგიის“ ახალი სანებართვო პირობების დაკმაყოფილება/იმპლემენტაციაა, რასაც ჩვენმა გუნდმა თავი გაართვა და რეგულირების სააგენტოს შემოწმება წარმატებით გაიარა“, – განაცხადა ჯეოჰოსპიტალსის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებში (385 დადგენილება) შეტანილი ცვლილებების თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებს ამა წლის 1 სექტემბრამდე რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების ახალი სანებართვო პირობების დაკმაყოფილება დაევალათ. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
მიმდინარე ეტაპზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ახალი დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სამედიცინო დაწესებულებების შესწავლას ახორციელებს. ჯეოჰოსპიტალსის ყველა სამედიცინო კლინიკა სრულად არის ჩართული ზემოხსენებული შემოწმების პროცესში, კლინიკათა დიდმა ნაწილმა კი ახალი სანებართვო პირობების ფარგლებში საქმიანობის უფლება უკვე მოიპოვა.