ჯეო ჰოსპიტალსის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე    გიორგი გამხიტაშვილი დაინიშნა

08 ივლ, 2024

ჯეო ჰოსპიტალსის  გუნდს კიდევ ერთი პროფესიონალი შემოუერთდა, რომელიც მთელი ქსელის მასშტაბით  პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ახლად მიღებული კანონის ფარგლებში  უზრუნველყოფს. ჯეო ჰოსპიტალსის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი   გიორგი გამხიტაშვილი გახდა. ოფიცრის  თანამდებობის შემოღება სამედიცინო დაწესებულებებისთვის 2024 წლის პირველი მარტიდან კანონით სავალდებულო გახდა, რითაც  შესაბამისი უფლება მოვალეობები და ვალდებულებებიც განისაზღვრა.

 „სამედიცინო დაწესებულება ის ადგილია სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყრის თავს, ეს არის სრული მონაცემები  ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ , ამიტომ აუცილებელია  რომ ეს მასალა  ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მკურნალი   ექიმებისთვის  და არა მთელი სამედიცინო პერსონალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯეო ჰოსპიტალსი მანამდედაც წარმატებით უზრუნველყოფდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, ჩვენი პირადი ჩართულობა ახლა უკვე კანონმდებლობით განისაზღვრა. მის ფარგლებში  ოფიცერი  უზრუნველყოფს როგორც მსგავსი ტიპის ინფორმაციის დაცულობას ასევე მისი შენახვის აუცილებლობას. კანონი, რომელიც საქართველოში ახლახან ამოქმედდა, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით არის გამყარებული;“-აღნიშნა ჯეო ჰოსპიტალსის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა  გიორგი გამხიტაშვილმა, მისივე თქმით, ოფიცერი ასევე ჩართულია    მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში , ასევე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგში. მის მოვალეობაში შედის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა ახალი კანონი  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ რომლითაც საჯარო და კერძო ორგანიზაციებს, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებს, ამა წლის პირველი ივნისიდან დაეკისრათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულება.კანონი უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.

საკონტაქტო მონაცემები:

ტელ: 595 545 999

ელექტრონული ფოსტა: ggamkhitashvili@gh.ge