ჯეო ჰოსპიტალსის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შექმნილ სასწავლო ცენტრში მიღება დაიწყო.
უფასო სასწავლო პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა იმ პირისთვის , ვინც ექთნის ან მასთან გათანაბრებულ დიპლომს ფლობს.კანდიდატების შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება. უპირატესობა რეგიონში დასაქმებულ ექთნებს მიენიჭებათ.
სასწავლო პროცესში ჩართული მსურველები შეძლებენ შეიძინონ 3 ახალი საექთნო სპეციალობა: პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი და ქირურგიის ექთანი, რაც სამომავლოდ მათ კარიერულ ზრდაში და დასაქმებაში დაეხმარებათ. სწავლების პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ სპეციალობაზე. შეგახსენებთ , რომ საგანმანათლებლო ცენტრის ამოქმედების მიზნით პოლონეთის კრაკოვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში პირველად საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების/სპეციალიზაციის პროგრამები შემუშავდა, მოხდა ექთან-ტრენერთა გუნდის გადამზადება.
,,სწავლება კომფორტულ და თანამედროვე სასწავლო გარემოში მოხდება, მაღალპროფესიონალური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამით. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი გახლავთ , ის რომ ახალი სასწავლო პროგრამა სრულად შეესაბამება 2025 წლისთვის საექთნო საქმეში დაგეგმილ რეფორმას და ჩვენს კურსდამთავრებულ ექთნებს საშუალება მიეცემათ, რომ რეფორმის განხორციელების ეტაპზეც მოიპოვონ ექთან-სპეციალისტის წოდება,“-განაცხადა ჯეო ჰოსპიტალსის სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა . მისივე შეფასებით პროგრამა ხელს შუწყობს რეგიონში სამედიცინო სექტორში ძლიერი, პროფესიონალი ექთნების დეფიციტის აღმოფხვრას.
ჩარიცხვა გასაუბრების საფუძველზე მოხდება. სწავლის მსურველებს განაცხადის და საბუთების გამოგზავნა 13 ნოემბრის ჩათვლით მითითებულ , ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ info@gh.ge
შეგახსენებთ , რომ ჯეო ჰოსპიტალსისა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ექთანთა დიპლომისშემდგომი განათლების / სპეციალიზაციის საგანმანათლებლო ცენტრი შეიქმნა.
https://rb.gy/lh2wn1
https://rb.gy/gfwx8f