,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში მოქალაქეებს აცრა ყველა ტიპის ვაქცინით შეუძლიათ

03 აგვ, 2021

გარდაბნის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის ფარგლებში  რეგიონში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.  კლინიკაში მობილიზებული სამედიცინო ბრიგადები  იმუნიზაციის კაბინეტებში დღეში ასზე მეტი მოქალაქის ვაქცინაციას უზრუნველყოფს.  ,, ჯეო ჰოსპიტალსი”  იმუნიზაციის პროცესში  მეტი ჩართულობის მიზნით ორჯერად ვაქცინირებულ  მოქალაქეებს ძვირადღირებულ კვლევებს 30% ფასდაკლებით სთავაზობს, ამავდროულად მიმდინარეობს ადგილზე ვირტუალურ კაბინეტებში მსურველთა აცრა „-განაცხადა გარდაბნის,, ჯეო ჰოსპიტალს“ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნონა ასათიანმა. მისივე თქმით გარდაბანში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და ჯავშნები სრულად შევსებულია.

ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული სხვდასხვა ვაქცინით , ამ დროისთვის 2 000-ზე მეტი მსურველი აიცრა.