ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის არითმოლოგიის სამსახურს ხათუნა ჯალაბაძე უხელმძღვანელებს

04 ოქტ, 2023

ჯეო ჰოსპიტალსის გუნდს კიდევ ერთი პროფესიონალი შემოუერთდა. ხათუნა ჯალაბაძე თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოქმედ თერაპიულ დეპარტამენტში, ახალ სერვის, არითმოლოგიის სამსახურს უხელმძღვანელებს.

ხათუნა ჯალაბაძეს, როგორც საქართველოს ისე ევროპის წამყვან კლინიკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. ჩატარებული აქვს 2000-ზე მეტი იმპლანტაცია და აბლაცია. წარმატებით მუშაობს სინკოპეს და რითმის დარღვევების დიაგნოსტიკასა და მართვაში.

მის სახელს უკავშირდება საქართველოში თანამედროვე არითმოლოგიის ისტორია. 20 წლის წინ მან პირველმა ჩააყენა საქართველოში კარდიოვერტერ- დეფიბრილატორი უეცარი სიკვდილის თავიდან აცილების მიზნით, საუკეთესო საშუალება მათთვის, ვისაც უეცარი სიკვდილის მაღალი რისკი აქვთ. მას უკავშირდება ასევე რესინქრონიზაციული თერაპიის დაწყება რეფრაქტერული გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ხათუნა ჯალაბაძესთან და მის გამოცდილ გუნდთან ერთად, თქვენ გექნებათ საშუალება ჩაიტაროთ გამოკვლევები არითმიის გამოსავლენად და იმკურნალოთ რითმის დარღვევის შემთხვევაში მაღალი სტანდარტით აღჭურვილ ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიში.