ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ქირურგიულ მიმართულებას  ზაზა ალხანაიძე ხელმძღვანელობს

01 მაი, 2023

ზაზა ალხანაიძეს გააჩნია 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქირურგიული მიმართულებით, საქართველოს სხვადასხვა წამყვან კლინიკებში. მას წარმატებით აქვს შესრულებული სხვადასხვა სირთულის მრავალი ოპერაციული ჩარევა ,როგორც ღია ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით. წლებია ის, რაც ამ სფეროში  ბარიატრიულ და ონკო ქირურგიულ ჩარევებს ახორციელებს.

აქტიურ სამუშაოს რეჟიმთან ერთად ის ინტენსიურად  მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ  კონფერენციებში.

მისი ხელმძღვანელობით ქირურგიული განყოფილების გუნდი 24/7 თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია. აბდომინალური ქირურგიის განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებითა და აპარატურით,

შპს ჯეოჰოსპიტალსი  თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში  განახლებულ  საოპერაციო ბლოკებში ტარდება სხვადასხვა სირთულის და მასშტაბის ქირურგიული ოპერაციები (აბდომინალური ქირურგია) როგორც ღია ასევე ლაპარასკოპიული  მეთოდით.

 ქირურგიული განყოფილება აღჭურვილია  უახლესი თაობის ლაპარასკოპიული აპარატურით.

ქირურგიული ოპერაციების  სპექტრი როგორც გადაუდებელ ასევევ გეგმიურ შემთხვევებში  ძირითადად   მოიცავს:

საყლაპავის,  კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის პათოლოგიები

წვრილი და მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის როგორც ონკოლოგიური ასევე არაონკოლოგიურ დაავადებებს 

 ყველა სახის თიაქარი (ჭიპის, საზარდულის, ვენტრალური თიაქრები, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი

ღვიძლის პათოლოგიები, მათშორის ღვიძლის ექინოკოკი,  სანაღვლე გზების და პანკრეასის  დაავადებები, ელენთის ავადმყოფობები.

ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები  როგორიცაა მწვავე და ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება გამოწვეული ქვების არსებობით), ნაღვლის ბუშტის პოლიპი.