ჯეო ჰოსპიტალსის ყოფილ კოვიდ კლინიკებში პაციენტების მიღება ჩვეულ რეჟიმში განახლდა
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის ქსელის მასშტაბით არსებული სამედიცინო ცენტრები, რომლებიც კოვიდ კლინიკების ფორმატში ფუნქციონირებდა, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.
სხვადასხვა სამედიცინო სერვისების და მაღალტექნოლოგიური კვლევების მიღება, 24-საათიან რეჟიმში განახლდა.
პარალელურად კლინიკებში სრული დატვირთვით მოქმედებს პოსტ კოვიდის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული ყველა კვლევა ბენეფიციარებისთვის სპეციალური საშეღავათო პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. კოვიდ გადატანილი პაციენტები სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს 30% ფასდაკლებით იღებენ.
ამ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედი,, ჯეო ჰოსპიტალს“-ის 14-ვე კლინიკა და 8 ამბულატორია ჩვეულ ფორმატში აგრძელებს მუშაობს.
შეგახსენებთ ,რომ ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მრავალპროფილური სამედიცინო ქსელია საქართველოში, რომელიც COVID–19-ის მართვის პროცესში, პირველივე ეტაპზე ჩაერთო.
საქართველოს 5 რეგიონში, COVID–19-ით ინფიცირებულთათვის დამატებითი ჰოსპიტალური სიმძლავრეების შექმნის მიზნით ახალმა მენეჯმენტმა, სხვადასხვა ქალაქებში მოქმედი 10 კლინიკა ყველა საჭირო მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვა, შესაბამისი სივრცეები ინფექციების (მ.შ., COVID–19-ის) კონტროლის სისტემის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად მოაწყო.
საქართველოს 5 რეგიონში მოქმედ ,, ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრებში 24-საათიან რეჟიმში გრძელდება ონლაინკლინიკის მომსახურება, რომელიც უფასოდ ახორციელებს დისტანციურად კოვიდ პაციენტების ბინაზე მართვას.,,