ჯეო ჰოსპიტალსისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების/ სპეციალიზაციის პროგრამების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

18 ოქტ, 2023

ჯეო ჰოსპიტალსის ორგანიზებით საგარეჯოს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ახალი სასწავლო ცენტრისა და პროგრამის პრეზენტაცია შედგა, რომელიც USAID-ის პროგრამა ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის’’ ფარგლებში ჯეო ჰოსპიტალსის  სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ამოქმედდა.საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები USAID-ის მხარდაჭერით, პოლონეთში მოქმედი კურიკულუმების მიხედვით შეიქმნა და მათი ქართულენოვანი ვერსიაა. ამასთან, დონორის მეშვეობით სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ინვენტარით, აუცილებელი ლიტერატურით, მანეკენებითა და სიმულატორებით. ცენტრისთვის სპეციალურად გადამზადდა ტრენერები და პედაგოგები.პროექტის ფარგლებში ექთნები შეიძენენ 3 ახალ საექთნო სპეციალობას: პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი და ქირურგიის ექთანი, რაც მათი კარიერული ზრდის და უკეთესი დასაქმების საწინდარია.

,,ჯეო ჰოსპიტალსის ქსელმა USAID-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველად აამოქმედა საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების სპეციალიზაციის ცენტრი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის სრულად შეესაბამება 2025 წლისთვის საექთნო საქმეში დაგეგმილ რეფორმას და ამ პროექტის ფარგლებში კურსდამთავრებულ ექთნებს საშუალება მიეცემათ, რომ რეფორმის განხორციელების ეტაპზეც მოიპოვონ ექთან-სპეციალისტის წოდება,“ – განაცხადა ჯეო ჰოსპიტალსის სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა . მისივე შეფასებით პროგრამა რეგიონში სამედიცინო სექტორში ძლიერი, პროფესიონალი ექთნების დასაქმებას უწყობს ხელს.ჯეო ჰოსპიტალსის საექთნო სასწავლო ცენტრში სწავლას  ქსელის პერსონალის გარდა,  რეგიონის სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო პროგრამების მიმწოდებელი კოლეჯების კურსდამთავრებულებიც შეძლებენ.

,,საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები საქართველოში პირველად მომზადდა და ის ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი პროგრამების იდენტურია.  მნიშვნელოვანია    ის ფაქტიც, რომ უფასო სწავლება ხელმისაწვდომი ხდება   ეთნიკური უმცირესობების  წარმომადგენლებისთვისაც“-.აღნიშნა საქართველოს ექთანთა ასოციაცის ხელმძღვანელმა ქეთი გარსევანიშვილმა. ღონისძიებაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს რეგიონისა და მთლიანად ქვეყნისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებით ის გარემოება, რომ პროექტი დასაქმების შესაძლებლობას ზრდის. აღსანიშნავია, რომ ჯეო ჰოსპიტალსის ბაზაზე , ქვეყნის მასშტაბით  საგარეჯოს სასწავლო ცენტრი უკვე მეორეა. შეგახსენებთ , რომ პირველი მაისში  მარნეულში გაიხსნა , რომელსაც  USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელი დევიდ ბლოდი კოლეგებთან ერთად დაესწრო. როგორც მან პრეზენტაციისას აღნიშნა, USAID- ს და ჯეო ჰოსპიტალსის პარტნიორობით  საქართველოში , ინოვაციური დიპლომისშემდგომი პროფესიული განათლების შესაძლებლობა  ევროპულ სტანდარტებს პასუხობს,  ამავდროულად ის შესაბამისობაშია იმ სტრატეგიასთან რასაც ითვალისწინებს 2025 წლიდან საექთნო საქმიანობის რეგულირების შემოღება .

ჯეო ჰოსპიტალსის ორგანიზებით , სასწავლო ცენტრისთვის სპეციალურად მომზადდა  ტრენერები, რომლებიც  მოქმედი, ევროპული სტანდარტებისა და სასწავლო კურიკულუმების საფუძველზე გადაამზადებენ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს. ,,საექთნო განათლება საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშეა,ერთ-ერთია სწორედ დიპლომისშემდგომი განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალიზაციის გადამზადება, მსგავსი სამედიცინო ცენტრის გახსნა გურჯაანში უპრეცედენტო და მნიშვნელოვანია სამედიცინო დარგის განვითარებისთვის“-აღნიშნა  ჯეო ჰოსპიტალსის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა სულხან

საგარეჯოში გამართულ ღონისძიებას,  რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, საექთნო პროფესიული სასწავლებლების, ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთი გარსევანიშვილი, საქართველოს  უნივერსიტეტის საექთნო სკოლის დეკანი მაია გოგაშვილი და USAID-ის პროგრამის ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელი ნელი რევაზიშვილი დაესწრნენ.