ჯეო ჰოსპიტალსს  გიორგი ვასაძე უხელმძღვანელებს

22 აპრ, 2024

ჯეო ჰოსპიტალსის გენერალური დირექტორის თანამდებობა გიორგი ვასაძემ დაიკავა. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ვასაძე ჰოსპიტალური ქსელის გუნდს სათავეში 15 აპრილიდან ჩაუდგება.

გიორგი ვასაძე  წლების განმავლობაში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. მას სამედიცინო სფეროში სხვადასხვა პროექტების და სტრუქტურული ერთეულების მართვის 10 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

,,გამოწვევები და სიახლეები ის მთავარი მოტივაციაა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ახალ გუნდთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს.  მიმაჩნია რომ სამედიცინო სექტორი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს ბირთვს წარმოადგენს. ამიტომ, ყოველი ახალი გამოწვევა დიდი პასუხისმგებლობაც არის. დარწმუნებული ვარ, ამ დარგში  დაგროვილი გამოცდილების გაზიარებით, ჯეო ჰოსპიტალსის პროფესიონალთა გუნდთან ერთად  შევძლებთ, როგორც  მართვის, ისე მომსახურების მიმართულებით განვახორციელოთ ინოვაციური   და საინტერესო პროექტები.’’- აღნიშნა ჯეო ჰოსპიტალსის გენერალურმა დირექტორმა.

გიორგი ვასაძემ  განათლება კავკასიის ბიზნეს სკოლაში, ფინანსების მართვის მიმართულებით მიიღო.  ფლობს რამდენიმე უცხო ენას.