„ჯეო ჰოსპიტალსში“ გიორგი სამადაშვილის ხელმძღვანელობით ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტი ამოქმედდა
“ჯეო ჰოსპიტალსის” გუნდს კიდევ ერთი წარმატებული პროფესიონალი გასტროენტეროლოგი, ჰეპატოლოგი, თერაპევტი გიორგი სამადაშვილი შეუერთდა.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მისი ხელმძღვანელობით ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, სადაც პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ გასტროენტეროლოგიური პრობლემები ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტში მოქმედ პროფესიონალების გუნდთან ერთად წარმატებით გადაჭრან.
გიორგი სამადაშვილს 30 წლიანი წარმატებული საექიმო გამოცდილება აქვს. მის სახელს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე უკავშირდება. დატვირთული სამედიცინო გრაფიკის მიუხედავად ის თავის გუნდთან ერთად აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში სხვადასხვა ნოზოლოგიების შესწავლის მიზნით, მათ შორის ისეთ საკითხებზე როგორიცაა ცხიმოვანი ჰეპატოზი, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ღვიძლის ქრონიკული და მწვავე უკმარისობა; არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციების გამორჩეული სპიკერი. გიორგი სამადაშვილი წლებია რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტია გასტროენტეროლოგიაში, ასევე წლებია რაც ევროპის ღვიძლის დაავადებების
შემსწავლელი ასოციაციის (EASL) წევრია.
,,გუნდური მუშაობის პრინციპი და მაღალი პროფესიონალიზმი რომელიც კლინიკურ და სამედიცინო გამოცდილებას ეფუძნება, გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის ხარისხზე, სიცოცხლისინარიანობაზე. დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ მათ რთულ დიაგნოზთან ერთად თანაცხოვრება. ასე ვხდებით წლები ერთი ოჯახი და სანდო მეგობრები. ახალ გარემოში ძველი ერთგულებით გელოდებით ჯეო ჰოსპიტალსში“,-განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრის ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
გიორგი სამადაშვილის ხელმძღვანელობით ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტში ტარდება გასტროენტეროლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული სპექტრი; ხორციელდება გასტროენტეროლოგიური და ჰეპატოლოგიური პროფილის პაციენტთა დიაგნოსტირება კლინიკაში არსებული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევების გამოყენებით, და მკურნალობა თანამედროვე მტკიცებითი მედიცინის პრინციპების გათვალისწინებით.
დაავადებათა სპექტრი, რომელსაც დეპარტამენტი მართავს როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: საყლაპავის, კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის, წვრილი და მსხვილი ნაწლავეების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
- პანკრეასის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალიბა.ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ღვიძლის ქრონიკული დაავადებების გამწვავებით პაციენტთა სტაციონარული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებების სტაციონარული მართვა.