,,ჯეო ჰოსპიტალსში“ მორიგი ურთულესი მაღალტექნოლოგიური ოპერაცია წარმატებით შესრულდა
,,ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის ‘’ქირურგიულ დეპარტამენტში წარმატებით შესრულდა ურთულესი მაღალტექნოლოგიური ჰიბრიდული ოპერაცია : სუბტოტალური პანკრეაკტექტომია ჯორჯლის ზედა ვენის რეზექციით. ქირურგიული ჩარევა განხორციელდა 17 წლის გოგონასთან პანკრიასის ცენტრალური წარმონაქმნის გამო.
პაციენტმა მიმართა , ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკას მუცლის არეში ჩივილებით. მოზარდს ერთი წლის განმავლობაში აწუხებდა მუდმივი ყრუ ხასიათის ტკივილები, უმადობა და პერიოდულობით მაღალი ტემპერატურა . ჯეო ჰოსპიტალსის ბავშვთა ქირურგის გიგა ბახტაძის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი:,,პანკრეასის ცენტრალური მოცულობითი წარმონაქმნი( ზომებით : 11/10/10 სმ-ზე) და დაიგეგმა ოპერაციული მკურნალობა .
ოპერაციის სირთულის მიუხედავად , რაც გამოწვეული იყო აღნიშნული წარმონაქმნის მსხვილ სისხლძარღვებთან მჭიდრო კავშირით , მაღალკვალიფიციური გუნდის მეშვეობით ქირურგიულმა ჩარევამ ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაირა და ახალგაზრდა გოგონა რთული და იშვიათი ოპერაციის შემდეგ მე-5 დღეს გაეწერა კლინიკიდან .
პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ყველა ჩივილი მოხსნილი აქვს .
ოპერაციის შემდგომი მორფოლოგიური დიაგნოზი შეესაბამება პანკრიასის სოლიდური ფსევდოპაპილარულ ნეოპლაზიას , რომელიც არის უიშვიათესი ტიპის პანკრიასის წარმონაქმნი და ძირითადად გვხვდება ახალგაზრდა გოგოებში.
ერთერთ ურთულეს, მაღალტექნოლოგიურ ჰიბრიდულ ოპერაციას უწღვებოდნენ ჯეო ჰოსპიტალსის წამყვანი ქირურგები და ანესთეზიოლოგები.
ქირურგები : ლევან წამალაიძე,გოგა ბახტაძე, ზაზა ალხანაიძე
ანესთეზიულოგი :ნიკა ქარცივაძე,
საოპერაციო მედდა მაიკო შავდია.
https://gh.ge/wp/wp-login.php?redirect_to=https%3A%2F%2Fgh.ge%2Fwp%2Fwp-admin%2F&reauth=1