კბილების ფორმირება იწყება ჯერ კიდევ მუცელშიდა განვითარების პერიოდში
კბილების ფორმირება იწყება ჯერ კიდევ მუცელშიდა განვითარების პერიოდში, მე-7 კვირაზე ჩნდება სარძევე კბილების ჩანასახები, მე-17 კვირაში კი მუდმივების.
პირველი სარძევე კბილი ამოიჭრება 6-დან 8 თვემდე ასაკში ქვედა ყბაზე. ზოგიერთ ბავშვს მშვიდად გადააქვს ეს პროცესი, ზოგისთვის კი ძალიან მტკივნეულია.
კბილების ამოჭრას თან ახლავს: შეშუპებული და გაწითლებული ღრძილები, მომატებული ნერწყვდენა, ბავშვი მოუსვენრად გრძნობს თავს, შესაძლოა მოემატოს ტემპერატურა (38.0°C) მდე. სიძნელეს ყოველთვის პირველი კბილების ამოსვლა წარმოადგენს, დანარჩენები უმეტეს შემთხვევაში უმტკივნეულოდ ამოდის.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს პირველი კბილის ამოჭრის დროს?
გამოიყენეთ რეზინის სპეციალური რგოლი (უმჯობესია ცივი). შეწითლებულ და შესივებულ ღრძილებზე გამოიყენეთ სპეციალური გელი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და გამაყუჩებელი ეფექტი. ტემპერატურის მომატების შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს.