ხორცის პროდუქტები სიკვდილის რისკს ზრდის

24 მაი, 2022
ახლახან ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა რომ, ვეგეტარიანული დიეტა ამცირებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, ხოლო სხვა კვლევამ აჩვენა, წითელი ხორცის მოხმარება დაკავშირებულია თირკმლის უკმარისობასთან და გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

 

მცენარეული ცილებით მდიდარი საკვების მიღება სიკვდილის რისკს ამცირებს 10%-ით, ხოლო ცხოველური ცილების რაოდენობის ყოველი 10 %-ით გაზრდა 2 %-ით ზრდის ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობას და 8%-ით კარდიოვასკულარული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ეს განსაკუთრებით ეხება გადამუშავებულ წითელ ხორცს. თევზის პროდუქტები და შინაური ფრინველის პროდუქტები არ ზრდიან სიკვდილის რისკს.